ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: “სანამ მას ეს იდეა ტვინში მოეხარშებოდა, სამი თევა ამ თემაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი საუბრობს”

მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრობს, საპარლამენტო ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

“საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ აღნიშნა, რომ ოპოზიციის გაერთიანებაზე მსჯელობა პარტიებს შორის აქტიურად მიმდინარეობს.

„მოთხოვნა თვითონ საზოგადოებაშია, რომ ეს პროდასავლური პოლიტიკური კურსი ძალიან მყარი და ძლიერი იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამდენად, ეს ერთ-ერთი საკითხია, რაც დღის წესრიგით, ჩვენ გვაიძულებს, ვიმუშაოთ. უფრო მეტიც, არა თუ მიგვაჩნია საჭიროდ ეს ერთობა, უკვე მიმდინარეობს გარკვეული კულუარული პროცესები  პოლიტიკურ პარტიებს შორის და მცდელობა იმისა, რომ ესეთი ერთობა შედეგს,“ – აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრმა გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ოპოზიცია უკვე სამი თვეა მუშაობს და სავარაუდოდ ამ პრინციპით აირჩევენ მერობის კანდიდატს.

„სააკაშვილს თუ ძალიან უნდა, რომ გინდა თუ არა თავის თავზე გაუფორმოს ესპროცეს, არ გამოვა, იმიტომ რომ სანამ მას ეს იდეა ტვინში მოეხარშებოდა, სამი თევა ამ თემაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი საუბრობს და ამაზე ვსაუბრობდით მერობის კანდიდატის შერჩევის აუცილებლობის დროსაც,“ – განაცხადა ახლვედიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ “განსხვავებული აქცენტების” ეთერში გაკეთებულ განცახდებაში, აღნიშნა, რომ  ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციასთან ერთად ერთიანი კანდიდატი უნდა დააყენოს.

 

 

წყარო: “კურიერი”

იტვირთბა....