ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ ისრაელს მხარდაჭერას უცხადებს

ამერიკამ ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა. თეთრმა სახლმა გუშინ ისრაელ-სირიის საზღვართან მომხდარ ინციდენტზე განცხადება გააკეთა და მან ირანს მოუწოდა, რომ შეწყვიტოს პროვოკაციული მოქმედებები, ასევე ამერიკა მხარს უჭერს ისრაელის სუვერენულ უფლებას დაიცვას საკუთარი ტერიტორია.

“აშშ მწუხარებას გამოთქვამს ისრაელის საზღვართან კონფლიქტის ესკალაციის გამო და მხარს უჭერს ისრაელის სუვერენულ უფლებას დაიცვას საკუთარი სახელმწიფო”,- ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ცნობისთვის, სირიის დასავლეთ ნაწილში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

თვითმფრინავის ორივე პილოტი გადარჩა. ისრაელის მხარემ ისინი გოლანის მაღლობზე იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაცია სირიაში იერიშს რამდენიმე კვირაა ახორციელებს. სამიზნე ირანული ჯავშანტექნიკაა.

იტვირთბა....