მეუფე იაკობი კაპიტოლიუმის მთიდან ამბობს, რომ მას რუსეთთან ფარული კავშირები არ გააჩნია. ამის შესახებ მეუფემ “შაბათის კურიერში” ისაუბრა.
პატრიარქის მიერ მოსაყდრედ შიო მუჯირის დასმის შემდეგ მეუფე ვაშინგტონში ირჯერ ჩავიდა.
„ალბათ, უბრალოდ დამთხვევაა. ჩვენ სადღაც რომ დავდივართ, ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ,“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
ქორეპისკოპოსი, სათავეში ედგა 2013 წლის 17 მაისს მიმდინარე საპროტესტო აქციას, თუმცა ამის მიუხედავად მღვდელმთავარი ამბობს, რომ იგი დასავლურ ღირებულებებს უჭერს მხარს.
„ქოთანს ხომ იცით, ყურს საიდანაც უნდათ, იქიდან მოაბამენ. 17 მაისს თუ ჩემი ფუნქცია გეცოდინებოდათ, ალბათ, ნახავდით, რომ, თუ იქ დიდი დარღვევები არ მოხდა, თავმდაბლობით და თავმაღლობით არ ვიტყვი, ჩემი დიდი წვლილიც იყო,“ – აღნიშნა ქორეპისკოპოსმა.
მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ლგბტ სოლიდარობის აქციის მხარდამჭერების დევნის ისტორია გამოუგონეს და რეალურად ის ქუჩებში აქციის მონაწილეებს იცავდა.
წყარო: “შაბათის კურიერი”