ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე პეტრე: “ეს არის ბრძოლა არა მარტო ეკლესიის შიგნით, არამედ ეკლესიის გარეთ”

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ პატრიარქობისთვის ბრძოლა არამარტო ეკესიის შიგნით არამედ მის გარეთაც მიმდინარეობს. ასევე მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ძალები.

„არათუ პატრიარქის კარზე რამდენად გეოპოლიტიკურად, თუნდაც მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია საქართველო მსოფლიო ძალებისთვის, იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი მმართველობა და მისი საპატრიარქო ტახტი. ეს არის ბრძოლა არა მარტო ეკლესიის შიგნით, არამედ ეკლესიის გარეთ, ასევე საერთაშორისო ძალების ჩართულობით და საბოლოოდ ვიტყოდი, რომ ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

 

წყარო: “შაბათის კურიერი”

იტვირთბა....