მხედრიონის ყოფილი ლიდერის, დოდო გუგეშაშვილის მეგობრები, ღუდუშაურის კლინიკაში არ შეუშვეს. მიზეზად გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ.
სავარაუდოდ გუგეშაშვილს დღეს ვერ დაკითხავენ რადგან იგი რეანიმაციიდან პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ.
ცნობისთვის, დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი დიღმის მასივში, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).