ახალი ამბები მთავარი სამართალი

დოდო გუგეშაშვილის მეგობარი: “ის ისევ მძიმედაა, აპარატიდან მოხსნილია”

დოდო გუგეშაშვილის მეგობრის, სამსონ ბრეგვაძის ინფორმაციით, გუგეშაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და სანამ პალატაში არ გადაიყვანენ მისი დაკითხვა ვერ მოხერხდება.

„ის ისევ მძიმედაა, აპარატიდან მოხსნილია, ყველა ვარიანტში გადარჩენილია, მაგრამ სანამ კარგად არ გამოაღვიძებენ და პალატაში არ გადაიყვანენ, დაკითხვა ვერ მოხდება. ჩვენთვის მთავარია დოდოს ჯანმრთელობა, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გვაინტერესებს ეს და მერე ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დოდო გუგეშაშვილი დღეს უნდა დაეკითხათ.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი დიღმის მასივში, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

იტვირთბა....