ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელმა საქართველო დატოვა

“კურიერის” ცნობით, სავარაუდოდ ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელმა საქართველო დატოვა, თუმცა შესაბამისი უწყებები აღნიშნულ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარი მოწმე დოდო გუგეშაშვილი შესაძლოა დღეს დაიკითხოს.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი დიღმის მასივში, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

იტვირთბა....