“მხედრიონის” ყოფილ ლიდერს დოდო გუგეშაშვილს სავარაუდოდ დღეს დაკითხავენ. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაკითხვის პროცესს მისი მეგობარი დავით მუხიგულიც დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი დიღმის მასივში, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).