ბრიუსელში ჩასული აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აფგან მუხთარლისსაქმეზე პირველ განმარტებას აკეთებს.
„გულახდილად რომ გითხრათ, ამ საკითხზე სრულ ინფორმაციას არ ვფლობ. ამიტომ რთულია რაიმეს თქმა. არსებობს სასამართლო ინსტანციები. პირველმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება. თუ იქნება აპელაცია, სააპელაციო სასამართლო განიხილავს. ყველაფერი კანონის ფარგლებში გადაწყდება. პირადად მე, ვერ გეტყვით როგორ გადაწყდება. ამისთვის არსებობს სასამართლო ინსტანციები,“ – ამბობს ელმარ მამადიაროვი.
თბილისიდან გაუჩინარებული და აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, მის გატაცებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ადანაშაულებს. მუხთარლისთან სატელეფონო ინტერვიუს “ტევე პირველი” ავრცელებს.
როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აცხადებს, გიორგი კვირიკაშვილმა გასცა ბრძანება მისი გატაცების შესახებ, ასევე მუხთარლი საქართველოს საბაჟო ხელმძღვანელს და ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის კრიმინალურ პოლიციასაც ადანაშაულებს.