ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი: „ჩაის დასალევად შემოვედი და ამ დორს მოვიდნენ ჩემს ასაყვანად“

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა კიევში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი მოვლენების შესახებ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ სასტუმროს დაცვამ შეიარაღებული ჯგუფი, დოკუმენტების არ ქონის გამო ტერიტორიიდან გააძევა.

„მე აქ უცხოელ მეგობრებთან ჩაის დასალევად მოვედი. ჩემთან შემოვიდნენ ადამიანები და მითხრეს, რომ შეიარაღებული ჯგუფი ჩემს ასაყვანად მოვიდა. მათ ლიფტში შესვლა და ჩემს სართულზე ამოსვლა სცადეს, თუმცა სასტუმროს დაცვამ მათ შესაბამისი საბუთები სთხოვა, ვინაიდან ეს კერძო მფლობელობაში არსებული ტერიტორიაა. მათ ეს საბუთები არ ჰქონდათ და სასტუმროს დატოვება მოუხდათ“, -განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ დგას ეს ჯგუფი.

„თუ მე ჩავიდინე ის, რაზეც ლუცენკო რადაში გამოსვლისას ტყუოდა, ვინ აძევებს ქვეყნიდან ასეთ მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ადამიანს?! ეს კი იმიტომ ხდება, რომ მათი ჩანაწერი დამონტაჟებული აღმოჩნდა და ახლა ჩემი მოშორება სურთ. ლუცენკო და პოროშენკო, როგორც ყოველთვის, ტყუიან, მათ სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლიათ“, – დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....