ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოკურორი: პაატა ბურჭულაძე ფონდის თანხებით თბილისში ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროს ნომრებს

“მეტრონომი”: სასამართლოდან

”სამწუხაროდ, გამოძიების ინტერესი, შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. იმიტომ, რომ ნაწილ კითხვებზე ჩვენ ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები”- ამის შესახებ ფონდ ”იავნანას” მიერ შესაძლო თანხების გაფლანგვის საქმის პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბურჭულაძე თბილისში ფონდის თანხებით მაღალი კლასის შასტუმროს ნომრებს ქირაობდა ღამის თევისთვის: ”ბატონი პაატა ბურჭულაძე, საკუთარ ქალაქში, თბილისში ყოფნის დროს ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, სადაც განთავსდებოდა ღამის თევისთვის. ასევე, ფონდის თანხებითაა ანაზღაურებული ბატონი პაატას და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები. ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე ამ საკითხებზე პასუხები ამომწურავად არ ყოფილა გაცემული. საბოლოო ჯამში დაკითხვამ საკმაოდ კორექტულად ჩაიარა. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, შეფასდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში”- განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას შემდგომი ეტაპისთვის გაუჩნდება დამატებითი კითხვა, შესაძლოა ბურჭულაძე ხელახლა დაიკითხოს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....