ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნიკა ქარსივაძის თქმით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, თუმცა ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმის ინფორმაციით, პოლკოვნიკის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასევე ქარივაძემ აღნიშნა , რომ პაციენტი კონტაქტურია, მაგრამ ტკივილგამაყუჩებელი და საძილე მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
როდის მოხდება დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა, მისივე მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი დიღმის მასივში, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).