ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს დელეგაცია ზამთრის ოლიმპიადის საზეიმო გახსნაზე გამოვიდა

ფიონჩანგში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საზეიმოდ ცერემონიის გახსნა მიმდინარეობს. გახსნის ცერემონიაზე სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიურ დელეგაციებთან ერთად საქართველოს დელეგაცია გამოვიდა. დელეგაციის მედროშე მოციგურავე მორის ყვითელაშვილია.

საქართველოს დელეგაცია წელს ოთხი სპორტსმენითაა წარმოდგენილი. სამთო სათხილამურო სპორტში მოასპარეზე იასონ აბრამაშვილისთვის ეს რიგით მეოთხე ოლიმპიადა იქნება, ნინო წიკლაური კი ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული კარიერის მანძილზე მესამედ წარსდგება.

ოლიმპიადის დებიუტანტები არიან ფიგურულ სრიალში მორის ყვითელაშვილი, საციგაო დისციპლინაში – გიორგი სოღოიანი.

იტვირთბა....