უკრაინის უშიშროების სამსახურმა “უკრაინსკაია პრავდას” განუცხადა, რომ სასტუმრო “Fairmont Grand Hotel Kyiv”-ში სააკაშვილის დასაჭერად სპეცრაზმი არ გაუგზავნიათ.
ანალოგიურს აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაშიც.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა დავით საყვარელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის დასაჭერად პოროშენკომ სპეცრაზმი გაგზავნა.