ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტმა ათეში პირველი ქართველი ონკოლოგიური პაციენტი მოინახულა

საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათენში, ონკოლოგიურ კლინიკას „ელპიდა“ ეწვია და პირველი, ქართველი მოზარდი მოინახულა, რომელიც ცენტრში უფასო მკურნალობას გადის. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქართველ გოგონას პრეზიდენტმა გამოჯანმრთელება უსურვა, რომელიც ამჟამად წინასაოპერაციო მომზადებას გადის. ონკოლოგიური ცენტრის მფლობელმა მარინა ვარდინოაინმა, პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და  სოლიდარობის ჯილდო გადასცა.

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ერთი წლის წინ, სოლიდარობის ფონდთან, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთან, მარიანა ვარდინოსიანის ფონდსა და მის კლინიკა „ელპიდას“ შორის,თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამი დღის წინ კი, ათენში პირველი ქართველი პაციენტი ჩამოვიდა, რომელიც ონკოლოგიურ კლინიკაში უფასო მკურნალობას გაივლის.

იტვირთბა....