ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა ხუციშვილი: “გერმანიასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტაზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას”

ჯერჯერობით უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, – განაცხადა „მეტრონომთან“ საუბრისას გერმანიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ხელისუფლების მოწოდების კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა.

ხუციშვილის თქმით, ჩრდილოეთ გერმანიიის ხელისუფლებამ მსგავსი კომენტარებისგან თავი უნდა შეიკავონ.

„ჯერჯერობით ეს საკითხი ისე მწვავედ არ დგას, არ მგონია რომ რეალური საფრთხეა, თუმცა ნამდვილად ანგარიშგასაწევია. ამ მიმართულებით ბევრი მუშაობა გვმართებს. კრიმინალური ვითრება აქაც საკმაოდ დაძაბულია, თუმცა რაც უფრო დემოკრატიულია სტანდარტებს და პოლიცია რაც  უფრო მეტად იცავს ადამიანების უფლებებს, მით უფრო მეტად სარგებლობენ კრიმინალები.  ჩასატარებელია გარკვეული  საინფორმაციო კამპანია. გერმანიაში ადამიანს ნამდვილად არავინ აპატიებს რაიმეს მოპარვას. ესეთი საქციელი, რათქმა უნდა, გვიფუჭებს იმიჯს, მაგრამ მწვავე საფრთხის საშიშროება ნამდვილად არ არსებობს“ – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალის ხელისუფლება, საქართველოსთან  უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას ითხოვს. ამაზე კომენტარი  გერმანული რადიო WDR-ს ეთერში რეგიონის ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მიზეზი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობაა.

იტვირთბა....