ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირანის მოქალაქე თანამემამულის მკვლელობას გეგმავდა

ლორთქიფანიძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დავით ლაცაბიძემ გააკეთა.

„დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც გეგმავდა ასევე ირანის მოქალაქის მკვლელობას. ბრალდებული იხდიდა კონკრეტულ თანხას, კერძოდ 5 500 ამერიკულ დოლარს,  საქმისთვის. ამ თანხის ნაწილი წინასწარ ქონდა გადახდილი, ხოლო დნარჩენს საქმის დასრულების შემდეგ გადასცემდა“- განაცხადა დავით ლაცაბიძემ.

ლაცაფიძის თქმით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საჯაროვდება ფაქტები რის გამოც მოხდა სპეცოპერაციის ჩატარება.

შეგახსენებთ, სპეცოპერაცია ლორთქიფანიძის ქუჩაზე დილიდან მიმდინარეობს.

იტვირთბა....