ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სერგეი ლავროვი: “აშშ-ს რუსეთის იზოლირება არ გამოუვა”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ს მცდელობაა იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი და მისგან მართული სახელმწიფო შექმნას.

„ვაშინგტონის მიერ დაწყებული ანტირუსული კამპანია ყბადაღებულ თემად იქცა და უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია. ამის მიზანია კვლავ აქციონ რუსეთი მართულ სახელმწიფოდ. ასეთი მცდელობები კრახისთვისაა განწირული. რუსეთის იზოლირება და მისთვის პრინციპებზე უარის თქმის იძულება, მათი პრობლემების ჩვენს ხარჯზე გადაჭრა არ გამოვა“, – აღნიშნა ლავროვმა.

მან   ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ წარსულში რუსეთი არაერთხელ დამდგარა საგარეო გამოწვევების წინაშე, რაც „წარმატებით გადალახეს მშობლიური დიპლომატიური სამსახურის აქტიური მონაწილეობით და ეს ახლაც ასე იქნება “, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტვირთბა....