ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუგეშაშვილის მეგობარი: “დოდოს საუბარი შეუძლია, მაგრამ არავისთან უთქვამს მკვლელის ვინაობა”

დოდო გუგეშაშვილის მეგობრის დავით მუხიგულის ინფორმაციით, დოდოს საუბარი შეუძლია, მაგრამ აბსოლუტურად არავისთვის უთქვამს მკვლელის ვინაობა.

”გვითხრეს, რომ დოდო გუგეშაშვილი, რაც მთავარია მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, მაგრამ მაინც რჩება მეთვალყურეობის ქვეშ რეანიმაციულ განყოფილებაში. დააკვირდებიან ვითარებას და ალბათ, დღეს საღამოს გადაიყვანენ პალატაში. კონტაქტური არის. შეუძლია საუბარი და ყოველთვის ინტერესდება შვილის მდგომარეობით, მაგრამ არ ვეუბნებით. მკვლელის ვინაობა აბსოლუტურად არავისთან დაუსახელებია. სამართალდამცველების დაცვის ქვეშ რჩება”, – განაცხადა მუხიგულმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზევე დაიღუპა.

იტვირთბა....