ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარჯანიშვილის მეტროში ბანერს ცეცხლი გაუჩნდა

მარჯანიშვილის მეტროში ბანერს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

„დღეს, 12:32 საათზე მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ ქვედა ვესტიბიულში განთავსებულ სადგურის მაჩვენებელზე მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია მცირე კვამლი. შესაბამისი სამსახურის ოპერატიული ქმედების შედეგად ტაბლოს დროულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და ხარვეზი აღმოიფხვრა. აღნიშნულ ფაქტს არ გამოუწვევია მოძრაობის შეფერხება. მეტროსადგური „მარჯანიშვილი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურებას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის,“ – აღნიშნულია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....