მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა.
შემთხვევა თბილისში, ნინო ჟვანიას #10-ში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.