ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნაძალადევში ჩხუბის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ნაძალადევში მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულ მოზარდს ტვინის შერყევა აქვს და ის იაშვილის კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.

როგორც “მეტრონომს” კლინიკაში განუცხადეს, მოსწავლეს კომპიუტერული კვლევები ჩაუტარდა.

“მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. წევს ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში და აგრძელებს შემდგომ მკურნალობას. ბავშვს აქვს ტვინის შერყევა. კომპიუტერული და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა”, – განაცხადეს კლინიკაში.

ნაძალადევში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა, რა დროსაც კერძო სკოლა „ლამპარის“ მე-10 კლასის მოსწავლე სცემეს.

იტვირთბა....