ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თუკი სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, ის დაპატიმრებული იქნება”

აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. დამსწრეების ერთ-ერთი კითხვა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას უკავშირდებოდა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა ელის. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს ის სად იქნება, მას საქართველოში ბრალი დაუმტკიცდა და სასამართლომ დამნაშავედ სცნო, შესაბამისად მან პასუხი უნდა აგოს.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს. აქ მას აქვს სუსტი პოლიტიკური მხარდაჭერა. პოლიტიკური თავლსაზრისით ჩვენ არ გვაინტერესებს, სად იქნება სააკაშვილი – საქართველოში თუ უკრაინაში. ჩვენს ქვეყანაში გაიმართა სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ. არსებობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, ის დაპატიმრებული იქნება,“ – განაცხადა ირაკლი კბახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

 

იტვირთბა....