ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თსუ-ს რექტორი: “თსუ უკონკურენტოა”

“პირველ არხთან” ინტერვიუში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე აცხადებს, რომ დღეს თსუ უკონკურენტოა.

“ჩვენი პოზიცია ასეთია – რაც მეტი იქნება კონკურენტი, მით უკეთესი. ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, მართვით და დაფინანსებით დამთავრებული, უამრავი პრობლემა არსებობს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, თსუ-შიც. თუმცა, ერთ რამეს ვიტყვი და არა იმიტომ, რომ რექტორი ვარ და მუნდირის ღირსებას ვიცავ, თსუ-ს კონკურენტი არ ჰყავს, წერტილი! ყველაფერი დანარჩენი, ვითომ თსუ მხოლოდ სახელი დარჩა, რეალობას არ შეესაბამება”, – განაცხადა შარვაშიძემ.

იტვირთბა....