ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანგირაშვილი: “თუ “მარშის” ქუჩაში გამოსულ პირველივე ბრიგადას არ დაიჭერენ, ჩათვალეთ სახელმწიფო აღარ არსებობს”

“ტვ კავკასიის” გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, თუ “ქართული მარშის” პირველივე ქუჩაში გამოსულ ბრიგადას არ დასჯიან, სახელმწიფო დაიფშხვნება.

“თუ ქუჩაში გამოსულ ამათ პირველივე ბრიგადას არ დაიჭერენ და არ დასჯიან ჩავთვალოთ, რომ სახელმწიფო აღარ არსებობს, დაიშალა და დაიფშხვნა”, – წერს სოციალურ ქსელში ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული მარში“ გეგმავს, „სახახლო პატრული“ ჩამოაყალიბოს, რომელიც თბილისის ქუჩებში „უცხოელი არალეგალების, კრიმინალებისა და ტერორისტების“ მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გააკონტროლებენ.

იტვირთბა....