ახალი ამბები მთავარი სამართალი

პაატა ბურჭულაძე: “გიხაროდეთ სუყველას, რომ დღეს ზუსტად სიკეთე არის დასჯადი”

“მეტრონომი” სასამართლოდან
”დღეს ისტორიული დღეა. გიხაროდეთ სუყველას, რომ დღეს ზუსტად სიკეთე არის დასჯადი, ალბათ, და უნდა გამოკითხონ ის ადამიანი ვისაც ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული” – ამის შესახებ ფონდ ”იავნანას” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, მას კითხვები აქვს პროკურატურასთან, რომელსაც პროცესზე დაუსვამს. ”რა ვქნათ, ვნახოთ. იმედი ვიქონიოთ რომ სამართალი იქნება. რა კითხვებიც მაქვს პროკურატურასთან ახლა დავუსვამ”- განაცხადა ბურჭულაძემ.
საქმე ეხება ფონდ ”იავნანას” შესაძლო თანხების გაფლანგვას.
ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....