გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. მისი დაკითხვაზე დაბარების მიზეზი კი ელისო კილაძის მისამართით მუქარის შემცვლელი ზარები გახდა ჟურნალისტი ამბობს, რომ სატელეფონო მუქარა სოსო გოგაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ახლო გარემოცვას უკავშირდება.
„უკვე მეორედ დამიკავშირდა პირი, რომელიც გამეცნო პავლე ლატარიას სახელითა და გვარით, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ნამდვილად მისი სახელი და გვარია. მან იცოდა ვისთანაც რეკავდა იმიტომ, რომ სახელით მომმართა და დაიწყო პირდაპირ მუქარა, გინება, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. პირდაპირი ადრესატები მყავს – იოსებ გოგაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა,“- განაცხადა ელისო კილაძემ.