ახალი ამბები მთავარი სამართალი

აფგან მუხტარლი გატაცების დაგეგმვაში გიორგი კვირიკაშვილს ადანაშაულებს

თბილისიდან გაუჩინარებული და აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, მის გატაცებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ადანაშაულებს. მუხტარლისთან სატელეფონო ინტერვიუს tvpirveli ავრცელებს.

როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აცხადებს, გიორგი კვირიკაშვილმა გასცა ბრძანება მისი გატაცების შესახებ, ასევე მუხტარლი საქართველოს საბაჟო ხელმძღვანელს და ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის კრიმინალურ პოლიციასაც ადანაშაულებს.

„ამ დანაშაულის სათავეში პრემიერ-მინისტრი, კვირიკაშვილი დგას. სწორედ მან გასცა ბრძანება ჩემი გატაცების შესახებ. გატაცებაში მონაწილეობა საქართველოს საბაჟოს ხელმღვანელმაც, ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის უფროსმა და კრიმინალურმა პოლიციამაც მიიღო. აზერბაიჯანულ მხარეს ორი წლის განმავლობაში სურდა ჩემი დაკავება, – რაც ჩემი ჟურნალისტური საქმიანობით იყო გამოწვეული. მე აქტიურად ვიკვლევდი ალიევის ბიზნესებს. მას ჩემი დაკავება სურდა, რათა გავჩუმებულიყავი“ -აღნიშნა მუხტარლიმ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში დააკავეს. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა -გამშვებ პუნქტზე.

იტვირთბა....