ნაძალადევის პოლიციის მეცხრე განყოფილებაში, მე-12 საჯარო სკოლის მანდატურები ან დრომდე იკითხებიან. ნაძალადევის რაიონში, დაპირისპირება კერძო სკოლის „ლამპრის“ მოსწავლეებსა და საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელებს შორის, სკოლის გარე პერიმეტრზე მოხდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, კონფლიქტში, რომლის დროსაც ერთი ბავშვი დაშავდა, 40-მდე მოზარდი მონაწილეობდა. საქმეში დროულად ჩაერთო მანდატური, რომელმაც დაშავებული მოზარდი იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა.
15 წლის მოზარდს სახისა და გულ-მკერდის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნება, თუმცა მსუბუქი დაზიანებების გამო, დაშავებული მოზარდი სახლშია გაწერეს.
მომხდარზე შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული. უწყებაში სკოლაში არსებულ დაპირისპირებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ კონფლიქტი ამ დროისთვის განმუხტულია და ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.