ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი: საქართველომ ევროპული არჩევანი ჯერ კიდევ 15 საუკუნის წინ გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საბერძნეთის პარლამენტის სპიკერს ნიკოს ვუცის შეხვდა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა სპიკერს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველომ ევროპული არჩევანი ჯერ კიდევ 15 საუკუნის წინ გააკეთა,  ასევე მარგველაშვილმა ბერძნულ მხარეს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ იმ სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც 15 საუკუნის წინ ჩამოვაყალიბეთ როგორც სახელმწიფოებმა. საქართველოს ევროპული არჩევანი არ გაკეთებულა გუშინ. ეს არჩევანი გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩვენ და საბერძნეთმა, ბიზანტიის იმპერიამ დავინახეთ მომავალი ჩვენი ქვეყნების და რეგიონის განვითარების. მადლობა მინდა გითხრათ იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვხედავთ ბერძნული მხრიდან“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საბერძნეთში, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში მყოფმა პრეზიდენტმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

იტვირთბა....