საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი აცხადებს, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება იმის მიხედვით არ უნდა მივიღოთ თუ რას იზამს, ან რას არ იზამს რუსეთი. კელიმ განმარტა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა აქვს იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს. მისი თქმით, ალიანსი საფრთხეს არც რუსეთისთვის და არც ევროპის რომელიმე ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ელჩის თქმით, ამერიკა ემხრობა, საქართველოს გადაწყვეტილებას გახდეს ნატო-ს წევრი. კელი ამბობს, რომ ასევე, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ეჭვქვეშ არავინ უნდა დააყენოს.
“NATO არ წარმოადგენს საფრთხეს არც რუსეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნისთვის. ვფიქრობ, გადაწყვეტილებები იმის მიხედვით არ უნდა მივიღოთ, თუ რას იზამს, ან არ იზამს რუსეთი. NATO-ს აქვს ღია კარის პოლიტკა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც დააკმაყოფილეს ყველა მოთხოვნა. NATO-ს გენმდივანმა უკვე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, გახდეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსის წევრი. ვფიქრობ, გადაწყვეტილებებიც ფაქტებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ”, – განაცხადა იან კელიმ.