პაატა ბურჭულაძეს 9 თებერვალს მოწმის სტატუსით გამოკითხავენ. მსოფლიო ბანს ხვალინდელ სხდომაზე მოსამართლე მოუსმენს. გამოძიებას შეკითხვები აქვს ფონდ “იავნანას” საქმიანობასთან დაკავშირებით.
ბურჭულაძე ფიქრობს, რომ ხვალინდელი გამოკითხვით საქმის მოკვლევა გაჩერდება. როგორც “ქრონიკას” ბურჭულაძემ განუცხადა, “იავნანას” მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და მის საქმიანობას პატარა ჯგუფი აფერხებს.
“პროკურატურას უკვე 5 თვე აქვს საბუთები. ეს არის მარტო კეთილშობილური საქმის გაკეთება. ძალიან გული მწყდება, რომ ამ ფონდს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და შეიკრიბა დღეს პატარა ჯგუფი, რომელმაც ეს შეაფერხა. შესაძლებელია, ეს იმას უკავშირდებოდეს, რომ მე თავის დროზე პოლიტიკაში ჩავები”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.