ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ “თელასის” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.  განცხადებას ამის შესახებ კომპანია “თელასი” ავრცელებს.

“ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გაგარინის, შარტავას, იმედაშვილის, ქანთარიას, ლვოვის, ყუშიტაშვილის, დარასელიას, ონიაშვილის და მგალობლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცხინვალის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუდაპეშტის, ბერიტაშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, გულიას და მეფე სოლომონ II ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლუბლიანას ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გუდაუთის და სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, მანჯგალაძის, სვანეთის, სააკაძის და ლეჩხუმის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....