ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” წარმომადგენლების აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე მაკა გველესიანმა ძალაში დატოვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.
როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა ამ თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ, ჯამში, 36000 ლარი აიღეს. დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად 23 დეკემბერს წაუყენეს. მათ კომერციულ მოსყიდვაში ედებათ ბრალი.

