კერძო სკოლა “ლამპარის” დირექტორის განცხადებით, ნაცემი მოსწავლე იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც “მეტრონომს” დირექტორმა განუცხადა, მოსწავლეს ტუჩი აქვს გახეთქილი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება მობილიზებულია ნაძალადევში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე. სკოლის მოსაწვლეების და მასწავლებლების ინფორმაციით, ქუჩაზე მდებარე სკოლების “ლამპარისა” და მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის შელაპარაკება და ჩხუბი მოხდა.
მომხდარი ფაქტი მანდატურებმა შენიშნეს და პატრული გამოიძახეს. სკოლა “ლამპარის” ერთ-ერთი მასწავლებლის განცხადებით, მე-12 სკოლის მოსწავლემ მათი სკოლის მოსწავლე სცემა. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული. უწყებაში სკოლაში არსებულ დაპირისპირებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ კონფლიქტი ამ დროისთვის განმუხტულია და ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.