ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე ჩარლზ ბერნსტაინი ჩამოდის

2018 წლის თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე, ამერიკელი პოეტი და ესეისტი  ჩარლზ ბერნსტაინი ჩამოდის.  ამის შესახებ ცნობას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.

“მოგეხსენებათ, რომ 2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. სწორედ ამ საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. იგი წელს მეოთხედ გაიმართება“, – წერია ფესტივალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....