ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გია ხუხაშვილი: „ხელისუფლებამ უნდა იჩქაროს, რადგან შეიძლება ეს ყველაფერი დაუსჯელობის სინდრომში გადავიდეს“

დოდო გუგეშაშვილისა და მისი შვილის საკუთარ სახლში ჩაცხრილვის ფაქტმა საზოგადოება აღაშფოთა და კრიმინალურ ვითარებაზე საუბარი მეტად გაამწვავა. „მეტრონომი“  პოლიტიკური საკითხების ექსპერტ გია ხუხაშვილს დაუკაშირდა, რომელმაც ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ ვითარება ძალიან მძიმეა.

„იკვეთება სხვა სიმპტომებიც, მაგალითად „ქართული მარშის“ ბოლო განცხადებები, რომ ისინი აპირებენ სხვა მოქმედებებზე გადასვლას. ეს კი ხელისუფლების პრობლემებზე მიუთითებს. პირველ რიგში, მთავრობამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე და გააძლიეროს პროფილაქტიკური სამუშაოები. ერთია რიტორიკა და მეორე რეალური ქმედებები. ხელისუფლებამ უნდა იჩქაროს, რადგან ეს ყველაფერი შეიძლება გადავიდეს დაუსჯელობის სინდრომში და მოსახლეობას მართლაც გაუჩნდეს განცდა  საკუთარი თავის დაცვის“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საკუთარ სახლში დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი ჩაცხრილეს. რის შედეგადაც, ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, მხედრიონის ყოფილი ლიდერი კი ამ დრომდე საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა.

იტვირთბა....