საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდიმ განაცხადა, რომ შარშან საქართველოს ყველაზე მეტი სტუმარი სწორედ ირანიდან ეწვია და მომავალში მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
“უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ირანის არაერთ მოქალაქეს აქვს საკუთარი სასტუმრო. ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად იზიდავს ირანელ ტურისტებს. თუმცა ტურისტების მზარდი რაოდენობა ქართველების მეგობრული და სტუმართმოყვარე ბუნებითაცაა განპირობებული. ირანელ ხალხს უყვარს საქართველო, უყვართ ქართველები. შარშან 300 000 ირანელი ჩამოვიდა საქართველოში და მომავალში მათი რაოდენობა 500 000 მიაღწევს”, – განაცხადა ელჩმა.
ყავამ შაჰიდიმ აღნიშნა, რომ საქართველო-ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 39%-ით გაიზარდა, რაც საერთო ჯამში 182 მილიონ დოლარს შეადგენს.