ფიფას მსოფლიო თასი უკვე საქართველოშია. მისი ნახვა თბილისი მოლში 13:00-დან 18:00 საათამდეა შესაძლებელი. თასს თბილისში ქალაქის მერი კახა კალაძე, კომპანია “კოკა-კოლას” გენერალური დირექტორი თემურ ჭყონია, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თვმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით მუჯირი დახვდნენ.
“დადგება დრო და თასი საქართველოში მსოფლიო ჩემპიონის რანგში ჩამოვა”, – განაცხადა ყაველაშვილმა.