ამ დროისთვის საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება მობილიზებულია ნაძალადევში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე. სკოლის მოსაწვლეების და მასწავლებლების ინფორმაციით, ქუჩაზე მდებარე სკოლების “ლამპარისა” და მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის შელაპარაკება და ჩხუბი მოხდა.
მომხდარი ფაქტი მანდატურებმა შენიშნეს და პატრული გამოიძახეს. სკოლა “ლამპარის” ერთ-ერთი მასწავლებლის განცხადებით, მე-12 სკოლის მოსწავლემ მათი სკოლის მოსწავლე სცემა. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული. უწყებაში სკოლაში არსებულ დაპირისპირებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ კონფლიქტი ამ დროისთვის განმუხტულია და ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.