იუსტიციის საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე ანა დოლიძის აცილება კიდევ ორმა მოსამართლემ მოითხოვა.
მოსამართლეებმა აცილების გადაწყვეტილების მიზეზი განმარტეს. მათი შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სასამართლო სისტემისადმი და მოსამართლეებისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რაც მათთვის მიუღებელია.
დღეს იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს წევრები 17 კანდიდატს მოუსმენენ. საბჭო სულ 51 კანდიდატს გაესაუბრება.
კანდიდატების შერჩევა ორი კრიტერიუმით, კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის მიხედვით მოხდება.