გვიან ღამით, ნოდარ გუგეშაშვილის ცხედარი ექსპერტიზიდან ბიძის სახლში გადაასვენეს. ბიძა ამბობს, რომ მომხდარი დოდო გუგეშაშვილის წარსულს არ უკავშირდება. მისი თქმით, ნამდვილი მიზეზი თავად გუგეშაშვილმა იცის, რომელიც როცა გამოჯანმრთელდება ყველაფერს ტყვის.
დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.
„ქალბატონი დოდო რომ მოიყვანეს საავადმყოფოში ერთმა ჩვენმა მეგობარმა ფაქტიურად ერთი-ორი კითხვა დაუსვა რაზეც დოდომ ვერ უპასუხა. აღარ იყო ისეთ მდგომარეობაში რომ ელაპარაკა. ერთადერთი მოიკითხა თავისი შვილი,“-განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა ალექსანდრე სუხაშვილმა.
გუშინ, დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი, ნოდო გუგეშაშვილი საცხოვრებელ სახლში ჩაცხრილეს. ნოდო გუგეშაშვილი გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.