ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გვარამია: “როგორ შეიძლება დღევანდელი მოვლენების ფონზე გუგეშაშვილის მხედრიონული წარსული არჩიო”

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობას ეხმაურება.

“როგორ შეიძლება ასე არ გაგაჩნდეს კონტექსტის შეგრძნება, რომ დღევანდელი მოვლენების ფონზე, დოდო გუგეშაშვილის მხედრიონული წარსული არჩიო? საოცრება. ჩემი ოჯახის ამბავს გავეშვები და მთლად იმ დროს ნაწამებ ეკა ხერხეულიძეზე მეტად დაზარალდით მხედრიონის და მისი მსგავსებისგან?!”, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმის განცხადებით, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში.  მისი შვილი ადგილზევე გარდაიცვალა.

იტვირთბა....