ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თათრეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გარდაცვლილი იპოვეს

რუსული მედიის ინფორმაციით, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ეჭვმიტანილი, თათრეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ელენა შიშმარევა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ასევე მედიის ცნობით, 3 თებერვალს ყაზანის რაიონულმა სასამართლომ შიშმარევას 2 თვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ელენა შიშმარევამ თავი მოიკლა.

იტვირთბა....