კომპანია ყვარელმშენის სამი ხელმძღვანელი ვარკეთილის პოლიციაში იკითხება. გამოძიებას სავარაუდოდ, კითხვები კომპანიის მიერ ვარკეთილის მეტროში განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ექნება.
შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს “ყვარელმშენმა” ჩაატარა.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.