ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

მოვაჭრეები, ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართს თანხმდებიან, თუმცა ობიექტის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ გარემოვაჭრეები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ მისცენ გარეთ პროდუქციის გასაღების უფლება, ვიდრე ობიექტი აშენდება.

აქციის მონაწილეები, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, პარლამენტში მოსალაპარაკებლად შეიყვანა.

 

 

იტვირთბა....