აჭარაში ერთი თვის განმავლობაში, წითელას ვირუსის 130 შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, რაც უფრო დროულად ჩატარდება აცრები ვირუსის შემთხვევებიც შემცირდება.
“წითელას ვირუსის შემთხვევების 64% ბათუმში ფიქსირდება, ხოლო ქობულეთსა და ხელვაჩაურში – 16 %. მაღალმთიან აჭარაში ერთეული შემთხვევები გამოვლინდა”.
შემთხევავათა 40% 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 50 % კი 30 წელს ზემოთ პირებში ფიქსირდება.