ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოზურგეთში მასწავლებელმა მოსწავლე ცემა

ოზურგეთში ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მეშვიდე კლასელი სცემა. როგორც დირექტორი ამბობს, უდანაშაულო ბავშვი, დამრიგებელმა ფარდის ჩამოგდების გამო დასაჯა.

დისციპლინარული კომიტეტი, რამდენიმე დღეში გადაწყვიტავს დატოვებს თუ არა სკოლას დამრიგებელი.

„მოხდა ასეთი რამ, რომ სხვა ბავშვების დასმენით, მასწავლებელმა სცემა ბავშვი, რომელიც იყო უდანაშაულო. ეს ამბავი დადგინდა, მშობლებიც მოვიდნენ სკოლაში და ბავშვმა თქვა, რომ მასწავლებელმა სცემა.

ინციდენტი მუსიკის ოთახში ფარდის ჩამოგდებას მოჰყვა, სადაც ბავშვებს ღონისძიება ჰქონდათ. ბიჭი მეშვიდეკლასელია, მასწავლებელი კი დამრიგებელია, ისე მათემატიკას ასწავლის.

შინაგანაწესით დაუშვებელია მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობა, მაგრამ ყველა მასწავლებელს ეს არ ესმის. მე, პირადად, რამდენჯერმე მაქვს ეს მუხლი წაკითხული, სიტყვიერადაც ვეუბნები მასწავლებლებს, რომ ბავშვებს ხელი არ დააკაროთ, დაამყარეთ შესაბამისი კომუნიკაცია, მაგრამ არ გამიგონა ქალბატონმა“, – ამბობს დირექტორი.

როგორც დირექტორი გვეუბნება, შინაგანაწესის მიხედვით, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მასწავლებელი სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს. თუმცა, დირექტორი არ გამორიცხავს, რომ  საბჭო საყვედურით შემოიფარგლოს.

იტვირთბა....