ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახიძე: “ყოველდღიურობად იქცა ჩაცხრილვის, დაყაჩაღების, გაძარცვის, სროლის, მკვლელობის შესახებ ცნობები”

პარლამენტის სხდომაზე ”ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ არსებულმა ხელისუფლებამ დაამძიმა კრიმინალური ვითარება ქვეყანაში, კახიძის თქმით თუ სერიოზულად არ მივუდექით კრიმინალის პრობლემას, უკვე ყოველდღიურობად იქცა ჩაცხრილვის, დაყაჩაღების, გაძარცვის, სროლის, მკვლელობის შესახებ ცნობები.

”მთავარი ფუნქცია სახელმწიფოსი არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რამდენიმე ძალიან უპასუხისმგებლო ნაბიჯით მნიშვნელოვნად დაამძიმა კრიმინოგენური ვითარება ჩვენს ქვეყანაში. ვგულისხმობ ზედმეტად გაუაზრებელ ამნისტიას, პოლიტპატიმრების სტატუსით ისეთი პირების გათავისუფლებას და გმირებად შერაცხვას, რომლებიც ამას არ იმსახურებდნენ და იმ ფლირტს, რომელიც ხელისუფლებას აქვს ქურდულ სამყაროსთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ჩვენ თუ სერიოზულად არ მივუდექით კრიმინალის პრობლემას, უკვე ყოველდღიურობად იქცა ჩაცხრილვის, დაყაჩაღების, გაძარცვის, სროლის, მკვლელობის შესახებ ცნობები. ეს ცნობები თუ ადრე იყო ეგზოტიკური, ახლა უკვე ყური მიეჩვია და ეს არის ძალიან სახიფათო საკითხი”, – აღნიშნა კახიძემ.

იტვირთბა....