ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს შეხვდება

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე უნდა შეხვედროდა მედიის წარმომადგენლებს, თუმცა იმის გამო, რომ ირაკლი კობახიძე აშშ-ში იმყოფება შეხვედრა მისი ჩამოსვლის შემდეგ შედგება.

„პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, იცით, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დაანონსა მედიასთან დამატებითი შეხვედრა. ვინაიდან დღეს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ–ში იმყოფება, მისი ჩამოსვლის შემდეგ გაიმართება შეხვედრა მედიასთან. ასევე, შეხვედრები გაიმართება უმრავლესობის შიგნით, რადგან აზრთა სხვადასხვაობაა და შემდგომ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თავის დროზე, როცა ჩვენ ეს კანონი მივიღეთ საკმაოდ მყარი არგუმენტები იყო ორივე მხარეს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგვიწევს აზრების შეჯერება“,–განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე აცხადებს, ვერანაირი პოლიტიკური განცხადება პრეზიდენტის მიმართ, გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

იტვირთბა....